ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დაზვერვის უახლესი ინფორმაციის თანახმად, რუსული ჯარები აგრძელებენ ძალების კონსოლიდაციასა და გადაჯგუფებას, რათა შეტევა გააგრძელონ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში.
მათივე ცნობით, დონბასში გადაჰყავთ დამატებითი ჯარები, მათ შორის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი კერძო სამხედრო კომპანია (კსკ) "ვაგნერის" სამხედროები.
"ვაგნერი" არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია, რომელიც არ ირიცხება რუსეთის სამხედრო უწყების ბალანსზე.
სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ვაგნერის დაქირავებული პირები მონაწილეობენ სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. დაჯგუფება სისასტიკით არის გამორჩეული.